საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მკერდის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა. კომიტეტში მოხსენება ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ გააკეთა.
"მკერდის კიბოს ე.წ. ძირითად მკვლელს ქალთა პოპულაციაში პირველი ადგილი უჭირავს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ამის შემდეგ მოდის საშვილოსნოს კიბო",- განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ.
როგორც მან აღნიშნა, მკერდის კიბოს სკრინინგ პროგრამის ფარგლებში უამრავი შემთხვევა იქნა აღმოჩენილი, კიბოს წინა დაავადებისა. მისივე თქმით, თბილისში ნებისმიერ ქალს 40-დან 70 წლის ასაკამდე შეუძლია ამ პროგრამით ისარგებლოს და ჩაიტაროს უფასო გამოკვლევა.
მისივე ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე ეს გამოკვლევა ჩატარებული აქვს 39 500 ქალს. ამასთან როგორც რემა ღვამიჩავა აღნიშნავს, იანვრიდან დაიწყება მსხვილი ნაწილავის კიბოს სკრიმინგიც.
"ამით საქართველო სრულფასოვან ევროპულ ოჯახს შეუერთთდება, სადაც სკრინინგი სრულად კეთდება"- აღნიშნა რემა ღვამიჩავამ.
მკერდის კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მუნიციპალიტეტის გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ჯანმრთელბისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დაფინანსებით.
პროგრამა საქართველოს პირველ ლედის პატრონაჟით ხორციელდება.