დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი 13 პროცენტით უსწრებს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს. ეს ყველაზე დიდი სხვაობაა კანდიდატებს შორის, რომელიც მიმდინარე წელს დაფიქსირდა ასეთ კვლევებში. იუწყება რადიო "ამერიკის ხმა".
მონაცემები სააგენტო "როიტერისა" და "IPSOS" ერთობლივი კვლევის შედეგად გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ამერიკელების ნაწილი, კორონავირუსის პანდემიისა და ანტი-რასისტული საპტოტესტო აქციების შემდეგ, ბევრად უფრო კრიტიკულად უყურებს პრეზიდენტ ტრამპს.
10-დან 16 ივნისამდე ჩატარებულ გამოკითხვაში, გამოკითხული ამომრჩევლების 48%-მა თქვა, რომ ნოემბრის არჩევნებში ხმას ჯო ბაიდენს მისცემდა. 35% კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად, ისევ, დონალდ ტრამპს ისურვებდა.
ამ ორი სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების პერიოდში, სწორედ ახლა დაფიქსირდა ყველაზე დიდი უპირატესობა დემოკრატების კანდიდატისა. სააგენტოები კვლევებს მას შემდეგ ატარებენ, რაც დემოკრატებმა საკუთარი კანდიდატების წარდგენა დაიწყეს. მსგავსი გამოკითხვა ჩაატარა ტელეკომპანია CNN-მაც, სადაც ბაიდენი 14 პროცენტით უსწრებდა ტრამპს, დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ, ამერიკაში, ზრდასრული მოსახლეობის 57% უარყოფითად აფასებს ტრამპის ქმედებებს პრეზიდენტობის დროს და მას მხარს მხოლოდ, 38% უჭერს. ეს ტრამპისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლია შარშან, ნომებრის შემდეგ.