მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკოსებმა 134 ქვეყანაში სქესთა თანასწორობის რეიტინგი გამოაქვეყნეს. რეიტინგში საქართველო, არცთუ სახარბიელო 88-ე ადგილზე აღმოჩნდა.
რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა შეადარეს ქალებისა და მამაკაცების შესაძლებლობები ოთხი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით.
კერძოდ, მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანამდებობრივი წინსვლა, განათლების ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რეიტინგი 2005 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება და მას მეორე წელია ისლანდია უდგას სათავეში. მეორე და მესამე ადგილს კი ფინეთი და ნორვეგია იყოფენ. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ შვედეთ, ახალი ზელანდია, ირლანდია, დანია, ლესოტო, ფილიპინები და შვეიცარია.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეიტინში 9 პოსტსაბჭოთა ქვეყანა უსწრებს: ლატვია - 18, მოლდოვა - 34, ლიტვა - 35, ყაზახეთი - 41, ესტონეთი - 47, ყირგიზეთი - 51, უკრაინა - 63, სომხეთი - 84, რუსეთი - 85.