ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა China Daily-ის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, პეკინის ორმა უმსხვილესმა საერთაშორისო აეროპორტმა, დაგეგმილი ფრენების 70%, სულ 1 255 ავიარეისი გააუქმა.
სამშაბათს, გამწვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, პეკინმა საფრთხის დონე 3-დან 2-მდე აამაღლა. ყველაზე მაღალი დონე არის 1.
ბოლო 5 დღის განმავლობაში პეკინში კორონავირუსით ინფიცირების 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც ქალაქის რამდენიმე რაიონში საკარანტინო პირობების გამკაცრება გამოიწვია.
პეკინი იუწყება, რომ ბოლო 24 საათში ქალაქში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.