შეერთებულ შტატებში პოლიციელებს ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ხრჩობის ილეთების გამოყენებას აუკრძალავენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საფრთხე სამართალდამცველს დაემუქრება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ხრჩობის ილეთები აიკრძალება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სოცოცხლეს საფრთხე დაემუქრება", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში პოლიციაში რეფორმების გატარების შესახებ განკარგულებაზე ხელის მოწერამდე.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ახალი ბრძანების შესაბამისად შეისწავლის პოლიციის აღჭურვას "ნაკლებად სასიკვდილი იარაღით".
"ახალი მოწყობილობა გამუდმებით მუშავდება, ჩვენ მათ ვსწავლობთ, და ფასი ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ქალაქები, მინეაპოლისში აფროამერიკელ 47 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ფლოიდის მკვლელობაშია დადანაშაულებული, მას კისერზე მუხლით აწვებოდა, რის შემდეგაც მამაკაცი გარდაიცვალა.