შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ "ჰიდროქსიქლოროქინისა" და "ქლოროქინის", იგივე პლაქვენილის გამოყენების ნებართვა გააუქმა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განახლებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ აღნიშნული მედიკამენტები კოროავირუსის სამკურნალოდ საჭირო ეფექტურობას ვერ ავლენს.
"ვერ მოვიპოვეთ სათანადო მტკიცებულება იმისა, რომ ამ მედიკამენტების აქამდე ცნობილი დადებითი ეფექტები აჭარბებს იმ რისკებს, რომლებიც შესაძლოა მათ გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.