შვეიცარიამ საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლის გასახსნელად დამატებით 300 000 დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
"შვეიცარიის მთავრობამ დამატებით 300'000 დოლარი გამოყო საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლის „კავკასია“ გასახსნელად, რომელიც შვეიცარიის სახელგანთქმული აგრარული სასწავლებლის „Plantahof“ 200-წლიან გამოცდილებას დაეყრდნობა.
შვეიცარიული აგრარული სკოლა 2021 წლის გაზაფხულზე სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. სტუდენტები და ფერმერები გადამზადდებიან მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.