საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში covid-19-ზე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს.
"ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, უფრო მეტი უნდა იყოს, ტესტირება – უფრო გაფართოებული, ანუ ადამიანებს უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ჩატარება. მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს, ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია, მიმართოს ცხელების შესაბამის ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.