სამსახურის შექმნის პირველ ეტაპზე გამოწვევები ბუნებრივი პროცესია. მთავარია ჩვენ ეს გამოწვევები დროულად დავინახოთ და გადავდგათ ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად. განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტში სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
სახელმწიფო ინსპექტორმა, ასევე, ისაუბრა სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
"მიღწევების პარალელურად ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო, ისე ცალკეულ უწყებებთან თუ პროცესის მონაწილეებთან თანამშრომლობის კუთხით, რომლებთანაც გამკლავება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამსახური საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ყველაზე ეფექტიან ინსტიტუციად.
სამსახურის შექმნის პირველ ეტაპზე გამოწვევები ბუნებრივი პროცესია. მთავარია ჩვენ ეს გამოწვევები დროულად დავინახოთ და გადავდგათ ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ისეთ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში", - აღნიშმა სახელმწიფო ინსპექტორმა.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს უსმენენ.