სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში აუცილებლად უნდა აღინიშნოს პარლამენტისა და იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი. განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტში სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
სახელმწიფო ინსპექტორმა, ხაზი გაუსვა სამსახურის ახალი ფუნქციის დამატების მნიშვნელობას, მისი თქმით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამუშავებას წლების განმავლობაში ელოდა როგორც ქვეყანა, ისე საერთაშორისო პარტნიორები.
მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების განხორციელება სამსახურმა 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო. სამსახურისთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭების მიზანი იყო სამოხელეო დანაშაულებზე გამოძიების ეფექტიანობის გაზრდა და ამ კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება.
პარლამენტთან ერთად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში აუცილებლად უნდა აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი, რომელიც დღემდე რჩება ამ ინსტიტუტის აქტიურ მხარდამჭერად.
საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც ფუნქციის ამოქმედებიდან დღემდე არ იშურებენ ძალისხმევას სამსახურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაძლიერებისთვის", - აღნიშნა ლონა თოლორაიამ.