პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძე ეწ კრიზისულ ბიუჯეტს საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, ბიუჯეტის ნახევარი ვალითაა შევსებული.
„დღეს ჩვენი ფრაქცია იხილავს ბიუჯეტის. შეგვიძლია ამ ბიუჯეტს ვუწოდოთ საგანგაშო ბიუჯეტი. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 20 წლის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, ბიუეჯტის ნახევარი შევსებულია ვალებით. თუ დავუმატებთ, რომ დაახლოებით 600 მილიონი გრანტია, ბიუჯეტის 54% არის ნაჩუქარი და ნასესხები თანხები. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში შევარდნაძის დროსაც არ ყოფილა“, - აღნიშნა გოცირიძემ.
მთავრობამ კრიზისული ბიუჯეტი პარლამენტს წარუდგინა. რედაქტირებული ბიუჯეტი 16 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა. მთავრობა 4-პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს, დეფიციტი კი 8-ნახევარი პროცენტია.