"ევროპული საქართველო" ბოიკოტის რეჟიმში რჩება და კომიტეტის სხდომებს არ ესწრება.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, რადგან მისივე განმარტებით, 8 მარტის შეთანხმება არ სრულდება.
"ევროპული საქართველო" კომიტეტების სხდომებში არ მონაწილეობს. ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, ვინაიდან 8 მარტის შეთანხმება არ სრულდება, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ის უფრო ეფექტური უნდა იყოს, ის რეალურად უნდა იძიებდეს საქმეებს, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვევა", - განაცხადა კახიძემ.