დღეს, 15 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ანგარიში მოიცავს დეტალურ ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოზე, არსებულ გამოწვევებზე, ტენდენციებსა და მიღწევებზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
სამსახური ქვეყანაში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (რომელიც 2013 წლიდან არსებობდა) უფლებამონაცვლე.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამსახური საქმიანობს სამი მიმართულებით: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.