დღეიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორებისთვის ღიაა. ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.
ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსქრინინგი, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა:
ყაზბეგის ეროვნული პარკი
მარტვილის კანიონი
პრომეთეს მღვიმე
ოკაცეს კანიონი
თბილისის ეროვნული პარკი
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა და მათი საერთო ფართობი მთლიანი ქვეყნის 9,56%-ს შეადგენს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა. დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა.
იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ თქვენი რჩეული ეროვნული პარკი.
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისთვის, ბილეთების შეძენა შესაძლებელია დისტანციურად ვებ გვერდზე www.guru.ge
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.nationalparks.ge.
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო