ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა ღონისძიებების გადახდა, სადაც 10-ზე მეტი ფიზიკური პირი იქნება აკრძალულია.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ძალაში დღეიდან შევიდა, ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.
სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა და 15 ივლისამდე იმოქმედებს.