თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშო არ არის.
"ერთნიშნა ციფრები არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ერთნიშნა ციფრების მოვლა თავისუფლად შეიძლება და ქვეყანაში უნდა მოხდეს სტაბილიზაცია, არ უნდა მოხდეს გაუარესება. თუმცა, ამის თქმა ასე კატეგორიულად შეუძლებელია მაგრამ გარკვეულწილად გვაქვს იმედი, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, რომელიც აქამდე იყო ფანტასტიკურად კარგად წარმოებული, ასევე გაგრძელდება, წყაროებს მოიძიებენ და ეს ნიშნავს, რომ მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეული იქნება და გადავლახავთ ამ სიტუაციას.
დიდი სურვილი მაქვს, შენარჩუნდეს ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია და ამისთვის თითოეული ჩვენგანის მაღალი პასუხისმგებლობაა აუცილებელი. მიუხედავად რეგულაციების შესუსტებისა ჩვენი თვითშეზღუდვები არ უნდა შევასუსტოთ“, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.