საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 837-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 837 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 697 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.