გთხოვთ, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და არავინ იცის, სად, როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი იქ, სადაც შეიძლება, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა იყოს. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს, მოიქცეს მისი რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომის მქონე ადამიანმა ჩაიტაროს „კოვიდზე“ გამოკვლევა ლაბორატორიულად, „პისიარ“ ტექნოლოგიებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.