იუნკერების საფლავების მიწა თქვენ 1 ლარად გაყიდეთ - ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ "ნაციონალურ მოძრაობის" ბრალდებებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".
"მაყვალა ყანჩაველი, პეტრე ეზუგბაია და ილარიონ ბაღოშვილი რაიმეს გეუბნებათ ეგ სახელები? რათქმაუნდა არ გეცოდინებათ.
მე ჩემი ბავშვების ისტორიას ამ გმირების, იუნკერების ისტორიაზე ვაგებ და ამ ისტორიას ვასწავლი. სამწუხაროდ თქვენ არ იცით ეს ისტორია. თქვენი ხელისუფლების დროს იუნკერების ადგილი ბრძანებით 1 ლარად არის გაყიდული", - უპასუხა მინისტრმა ოპონენტებს.