საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის რასაც სააკაშვილი აცხადებს, არის სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა.
"ბუნებრივია, ის განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში უკრაინის მოქალაქის, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ მაღალ თანამამდებობაზეა. მე მაინტერსებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან და ამის შესახებ გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, დავიბარებთ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგანაც ეს არის აშკარა, პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსის სხვა ქვეყნის და არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ საქართველოში უკრაინის ელჩის განმარტებებს", - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ "არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და იქნება ბრძოლის წინა ხაზზე".