მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ მიმართვაში.
მისი თქმით, ის არ აპირებს ამ ყველაფერს ხელჩამოშვებულმა უყურის და ბრძოლაში მონაწილებს.
„მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ, ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ. ადგილების გაყოფის დრო ახლა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა ჩვენ, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე“, - ამბობს სააკაშვილი.