საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ხელოვნების განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
"ორდენს არამარტო იმიტომ გადმოგცემთ, რომ ქართული გვარი გაქვთ, არამედ იმიტომ რომ თქვენ საზოგადოებრივ მოთვაწეობისას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების და დაახლოებისთვის იბრძვით. ეს გადაუფასებელია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბევრი სხვა საზოგადო მოღვაწე ჩვენ ხალხებს შორის სიტუაციის არევას უწყობდა ხელს. არის სხვადასხვა პერიოდი ერების ცხოვრებაში, რაც არ უნდა მოხდეს არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. გადმოცემთ ამ ორდერს იმისთვის, რომ ხელოვნების განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთეთ, ასევე, ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით, იმ ღვაწლისთვის რომელიც თქვენ ქართველი ერისთვის გაწიეთ" - განაცხადა სააკაშვილმა ორდენის გადაცემის ცერემონიალზე.
სააკაშვილმა ბასილაშვილს ქართველ ცნობილ ხელოვნების მუშაკებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.