არ ვიცით, covid-19 კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს, ამიტომ ძირითად რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება. მთლიანად მისი ქცევა უცნობია. დიდი იმედია იყო, დათბობის შემდეგ კოვიდის რადიკალურად შემცირების, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ამიტომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“ და ყველა მოთხოვნა, რასაც ჯანდაცვის სფერო რეკომენდაციას უწევს ჯერჯერობით ყველგან დაცვას ექვემდებარება. ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა გლობალური სამყაროსთვის, რომლიც ქცევის ნიუანსები ბევრ რამეში უცნობია, ჯერ არ ვიცით კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, ამიტომ უნდა მივყვეთ ძირითად რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 822 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 690, გარდაცვლილი - 13.