ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის კონტროლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ზურაბ პარკაული დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ზურაბ პარკაული მეწარმეებს ე.წ. „საკონტროლო შესყიდვების ჩატარების შესახებ" წინასწარ ატყობინებდა, რითაც მათ სავალდებულო გადასახადებისაგან თავის არიდების საშუალებას აძლევდა, სამაგიეროდ კი, მეწარმეებისაგან ყოველთვიურად ქრთამის სახით 500 ლარს იღებდა. სამართალდამცველებმა პარკაული უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.