თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელ გაბრიჭიძე მიიჩნევს, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მონანიება უჭირს.
მისი თქმით, სასულიერო პირი მეტად თავშეკავებული უნდა იყოს.
"წმინდა სინოდი ჯერ არ იქნება, ჯერ ზეცაში წყდება და მერე მიწაზე მოგვევლინება ჩვენ ინფორმაცია და აუცილებლად გეტყვით. მეუფე პეტრეზე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირი მეტი თავშეკავებული უნდა იყოს. სასულიერო პირი, რომ გამოვა უნდა სიკეთეს, სიმშვიდეს, სიყვარულზე უნდა ქადაგებდეს და თუ სადმე რაიმე პრობლემაა უნდა აღმოიფხვრას. რასაც ვუყურებ მეუფე პეტრეს უჭირს მონანიება და ამას პირველ რიგში ჩვენ განვიცდით“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა, მისი თქმით, სინოდის სხდომის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ის უახლოეს პერიოდში გაიმართოს.