გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ კაცობრიობის სისუსტე გამოავლინა.
„თუ პანდემია რამეს წარმოადგენს, ეს ჩვენი სისუსტის დემონსტრირებაა. იმან, რისი დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, მუხლებზე დაგვაჩოქა. ამან კი ჩვენს სოლიდარობასა და ერთიანობას ხელი უნდა შეუწყოს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის გამომუშავებისას ერთიანობა ვერ შედგა.
„თითოეულმა ქვეყანამ თავისი გზა აირჩია და ეპიდემიის ეპიცენტრი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილდებოდა“, - აღნიშნა მან.