ბათუმში, "თევზის ბაზრის" მიმდებარედ აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. აფეთქდა თევზის რესტორანი. დაზიანებულია რესტორნის კონსტრუქცია და ერთი ავტომობილი.
თევზის ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დილით მისულებს შენობა ჩამონგრეული დახვდათ. ისინი ვარაუდობენ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, თუმცა ჩამონგრევის დროს გვერდით შენობაში იყო გადასული.
შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი