პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება. პრემიერმა ფერმერებთან საუბრისას მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი ფერმერი და აღნიშნა, რომ ვისაც აქვს სურვილი და საშუალება, შეძლებს საქმე აკეთოს მის მსგავსად.
"ეს არის ყველაზე მარტივი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ქვეყანას ემსახურო. ბოლო 2 დღის განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ქალაქში ჯანიანი ბიჭებისგან, რომ ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა, რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით.. რეალურად, ჯანით, ენერგიით სავსე ახალგაზრდა მამაკაცი, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ყოველთვის შეძლებს საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი.
საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რა პირობებშიც ქვეყანას უწევს ცხოვრება, საქმე აკეთოს, ყველანაირი წუწუნის და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე. ეს კაცი არის ამის მაგალითი, ისევე, როგორც თქვენ“, -განაცხადა პრემიერმა.