დღეს, 58 წლის ალექსი ციცქიშვილი მენინგოკოკცემიის დაავადებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისასგანაცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
2010 წელს საქართველოში მენონგოკოკცემიის მე-12 შემთხვევაა დაფიქსირებული.