საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარედ დეპუტატ ნატო ჩხეიძის არჩევას გამოეხმაურა.
„ეს გამოიწვევს რყევებს ქართულ პოლიტიკაში და ახლა ველოდებით, რა იქნება ზუსტი შედეგი ამ ყველაფრის“, - განაცხადა კობახიძემ.
ნიკა მაჭუტაძის პარტიის, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე გახდა.