სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობას მიმართავენ.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მცხეთიდან, დღესასწაულის დასკვნით ღონისძიების, კონცერტის დაწყებამდე, 19:00 საათზე მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლის დაარსებიდან 1700 წელი და ტაძრის განახლებიდან 1000 წლისთავი აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები დაესწრო.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მცხეთის სალობიეს ყველაზე სახალხო რესტორნის დიპლომი მინიჭა.