საქართველოში დღეს დადასტურებული COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია. სამწუხაროდ, რვა შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. ორ შემთხვევაში წარმომავლობის თვალსაზრისით პირველწყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.