საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 818-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 818 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 686 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2902 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.