პარტიის „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია ახლაფშექმნილ პარტიის თავმჯდომარეს, ბექა ნაცვლიშვილს განცხადებას უწუნებს და ამბობს, რომ თუ პოლიტიკოსი ხარ, საუბარიყველასთან უნდა შეგეძლოს.
“განცხადებები გაკეთდა ახალშექმნილი პარტიის მხრიდან და პოლიტიკურად მყიფე, გამოცდილება სჭირდებათ. მაგიდის ირგვლივ ბევრად გამოცდილი ადამიანები არიან, ვისაც მეტი უბრძოლია, ვიდრე ამ განცხადების ავტორებს. ახლა იწყებენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა ეს განცხადება და არ იყო სწორი.
არ მომეწონა, როცა ის ფრაქცია ჩამოყალიბდა - ზოგადად მომხრე ვიყავი. არ მინდოდა არც თავმჯდომარეობა, ეს იყო ტექნიკური დეტალი. მე ვთქვი, რომ პარტიას გავუყვებოდი, მაგრამ მოხდა პარტიის შექმნა კონსპირაციულად და მე არ მიყვარს კონსპირაციები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებმა, მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ და საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი ახალი პოლიტიკურ პარტია დააფუძნეს. პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იქნება, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, ხოლო გენერალური მდივანი მარიამ ჯაში.
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას და კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციურ გაერთიანებასთან თანამშრომლობას.
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა "ქართული ოცნება" 2019 წელს დატოვეს.