მაჟორიტარობა ძალიან დიდი ფუფუნებაა და ძალიან სერიოზული ფინანსურ რესურსებს საჭიროებს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ამის შესაძლებლობა არ აქვს, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაია.
მისი თქმით, თუ არის შესაძლებლობა, რომ პროპორციული სისტემით იყოს ბრძოლა მაშინ ამაში ჩაერთვებიან.
„მაჟორიტარობა ძალიან დიდი ფუფუნებაა და ძალიან სერიოზული ფინანსურ რესურსებს საჭიროებს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ამის შესაძლებლობა არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, საერთოდ მაჟორიტარული სისტემა ჩვენი დაფუძნების დღიდან. ასე რომ თუ არის შესაძლებლობა, რომ პროპორციული სისტემით ვიბრძოლოთ, მაშინ ვიბრძოლებთ ამ სისტემით“, - აღნიშნა კორძაიამ.