საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მცხეთის სალობიეში მცხეთაში სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე ძეგვისა და საგურამოს დედ-მამის მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გაუმასპინძლდა.
სააკაშვილმა სალობიეში 60 ბავშვი დაპატიჟა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხეთის სალობიეს დიპლომი - "საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორანი" გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ მას მთავარ დარბაზში დაკიდებდნენ.
"მცხეთის სალობიე - ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე ნიჭიერმა ხალხამა შექმნა და 45 წელი გასძლო. დღეს, როდესაც საქართველოს უნდა კერძო ბიზნესის აღორძინება, როცა გვინდა ბევრი მცირე საწარმო გაიხსნა და ადამიანებმა შემოსავალი გაიჩინონ ეს ასალობიე არის კარგი მაგალითი, როგორ უნდა დაიწყო საქმე. ჩვენ მუდმივად უნდა ვისწავლოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ყველაზე მძიმე წლებშიც კი ცხეთის სალობიე იყო ყველაზე სახალხო რესტორანი, რომელმაც მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები შეინარჩუნა, რამაც ის ყველასთვის მისაწვდომი გახადა.