საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ ვერსალის სასახლე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.
"დახურვიდან დიდი ხნის შემდეგ ვერსალის სასახლე და მიმდებარე ტერიტორია დღეს თავის კარს აღებს. სასახლის თანამშრომლები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ თქვენს მისაღებად", - ნათქვამია Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში.
უსაფრთხოების მიზნით დამთვალიერებლებმა აუცილებლად უნდა ატარონ პირბადეები.
სამუზეუმო კომპლექსი 13 მარტს COVID-19-ის გავრცელების ფონზე დაიხურა.