? ბათუმში "ხელმისაწვდომი საცხოვრისის" პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება განახლდა და 31 აგვისტომდე იწარმოებს.
? პროგრამა გულისხმობს იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინების გადაცემას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ოჯახებისთვის, 15 წლის განმავლობაში, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.
? აპლიკანტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ.
? პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია მერიის სერვისცენტრებში, ან მერიის ოფიციალური ვებგვერდზე:
https://batumi.ge/ge/index.php?page=show&sec=173