მსოფლიოში ყველაზე დაბალი სრულწლოვანი ადამიანი 18 წლის ნეპალელი ხაგენდრა ტაპა მაგარია.
ხაგენდრა გენესის წიგნში შევიდა, როდესაც 18 წლის შეიქმნა.
ხაგენდრა 67.08 სმ-ია და 6.5 კილოგრამს იწონის.
"მე შემიძლია განვაცხადო, რომ ხაგენდრა ტაპა მაგარი არის ყველაზე დაბალი ადამიანი მსოფლიოში"- განაცხადა "Gუინნესს ჭორლდ ღეცორდს" - ს ვიცე პრეზიდენტმა მარკო ფრიგატიმ.
ხაგენდრა გაატარეს სრულ სამედინო შემოწმებაზე, რომ ზუსტად დადგენილიყო მისი წონა და სიმაღლე.
ის 4 წლის წინ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ნეპალის რაიონ ბაგლუნგში აღმოაჩინა.
მის შემდეგ ბიზნესმენმა ხაგენდრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს გააცნო.
"ძალიან ბედნიერი ვარ ხაგენდრას აღიარებით. ეს არის ოთხი წლის მოგზაურობის კეთილი დასასრული" - განაცხადა ხაგენდრას მამამ მინ ბუჰადურ რანამ.
მსოფლიოს ახალმა რეკორდსმენმა 24 წლის კოლუმბიელი ედვარდ ნინო ჰერნანდესი ჩაანაცვლა. ჰერნანდესი 70.21 სანტიმეტრია.
მაგარი ცხოვრობს ნეპალის ქალაქ პეხარაში, რომელიც დედაქალაქ კატმანდუსგან 200 კილომეტრის მოშორებითაა.