Forbes-ის ბრაზილიური გამოცემა საქართველოს 7 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის ასახელებს.
ჟურნალი Forbes-ის ბრაზილიურიგამოცემა პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოც არის მოხსენიებული.
სტატიის ავტორები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მოიხსენიებენ, ასევე ხაზს უსვამენ საქართველოს უძველეს ისტორიასა და უმდიდრეს კულტურას, საუბრობენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებსა და ბუნებრივ მიმზიდველობაზე.
საქართველოს გარდა, სტატიაში უსაფრთხო ქვეყნებად ეთიოპია, ფილიპინები, სლოვენია, ტუნისი, მიანმარის და ირანია დასახელებულია.