სად აპირებს გიგა ბოკერიას პარტია კანდიდატების დაყენებას შეთანხმების მიღმა და სად არის "ევროპული საქართველოს" ყველაზე ლოიალური ამომრჩველი - გიგა ბოკერია "ღამის კურიერის" შეკითხვას პასუხობს.
მისი განცხადებით, არსებობს გეგმები, რომლებიც შეიძლება დაკორექტირდეს. თუმცა მისი თქმით, ის მაჟორიტარი იქნება.
"მაგალითად, წინა შედეგებიდან გამომდინარე, ხონში გვაქვს ძლიერი შედეგები, ასევე თერჯოლაში. ვაკეთებთ საარჩევნო რუკას, სადაც ეს ყველაფერი ჩანს. გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტირებები მოხდეს შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ. თუმცა გპირდებით, რომ შემდეგ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილები. გეტყვით იმასაც, რომ დიდი ალბათობით, მაჟორიტარი ვიქნები",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.