"ჩემი ამოცანაა, რომ ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლოს ძალაუფლების უზურპირება, - ამის შესახებ განცხადებას "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აკეთებს.
მისი განცხადებით, ის ისეთ თანამშრომლობას ემხრობა, რომელიც რომელიმე პარტიის აბსოლიტურ უპირატესობას გამორიცხავს.
"ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვალოს, ჩემი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შეიცვალოს პოლიტიკური მმართველობის სტილი, რომ ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლოს ძალაუფლების უზურპირება. სქემა, რომელიც ბატონმა დავით ბერძენიშვილმა წარმოადგინა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვთქვათ დარჩენილმა ყველა დეპუტატების რაოდენობამ ჩემ პარტიას რომ მისცენ ხმა მაინც. მე ვემხრობი ისეთ თანამშრომლობას რომელიც გამორიცხავს რომელიმე პარტიის აბსოლიტურ უპირატესობას", - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.