დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვიდრე კორონავირუსი იქნება, მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადეები.
ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვიღაც სხვა გავხადოთ ავად. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში მზადდება პროექტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" და "სისხლის სამართლის კოდექსებში" ცვლილებების შესატანად. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 50-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.