დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 50-ლარიანი ჯარიმა დაწესდება. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" და "სისხლის სამართლის კოდექსებში" შედის.
500 ლარით დაჯარიმდება იურიდიული პირი, რომლის კუთვნილ შენობაშიც არ იქნება უზრუნველყოფილი, რომ ყველა პირბადეს ატარებდეს.
საზოგადოებრივ ტრანპორტში, ავტობუსში, მეტროსა თუ ტაქსებში, პირბადის გარეშე ყოფნა გამოიწვევს ასევე მგზავრის ან/და მძღოლის 50 ლარით დაჯარიმებას.
თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.
ტაქსით ოთხზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებისთვის მგზავრები და მძღოლი დაჯარიმდებიან 50-50 ლარით.
კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ.