რუსეთში დააკავეს ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდი" კახაბერ ფიფია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ერთ-ერთი დიდი დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "კახა" სამართალდამცველებმა მოსკოვში დააკავეს, რომელსაც ჩხრეკის დროს 1,24 გრამი გეროინი აღმოაჩნდა.
"კანონიერი ქურდს" ბრალად იარაღის უკანონო ტარება, ქურდობა და ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გასაღება ედება.