ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას მთავრობის გადაყენების შესახებ. იუწყება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, მანამდე ლუკაშენკომ გამართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს წინადადებები მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ.
25 მაისს, ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ აპირებს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებას, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გაიმართება.
ბელარუსის საპრეზიდენტი არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსედ აპირებს მონაწილეობის მიღებას.