"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრად წარდგენისთვის საკმარისი ნდობა არ არსებობს.
"გიორგი ვაშაძე უდავოდ ძალიან ენერგიული, ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ღებულობდა უშუალო მონაწილეობას მაგალითად, ჩვენი ხელისუფლების დროს, იუსტიციის სახლების პროექტში. ბევრს ჰქონია, რომ მარტო გიორგიმ გააკეთა, სინამდვილეში ზურაბ ადეიშვილმა გააკეთა. სამწუხაროა, რომ გიორგი ამას არ ახსენებს. მაგრამ ეს სხვა საკითხია. ნდობის ამბავია. პარტნიორთან ნდობის ხარისხი ერთია და ჩვენ ვინ წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი ყველას ერთად პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს იმისადმი ნდობის ხარისხი არის მაღლა", - თქვა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ნაციონალურ მოძრაობას, გიორგი ვაშაძის მიმართ სწორედ ნდობის დეფიციტი აქვს.
"ნდობის ნაკლებობა გვაქვს ამ ეტაპზე. მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან გული დაგვწყდა, რომ ქალბატონი თაკო, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, გიორგისთან შეთანხმებით და სულელი არავინ არ არის, არავინ არ იფიქრებს, რომ გიორგისთან შეთანხმებული არ იყო, პრაქტიკულად კამპანია აწარმოა ნაციონალური მოძრობის ზურგს უკან. ქალბატონ თაკოს თავისი უფლება აქვს, რაც უნდა ის თქვას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.