"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ თაკო ჩარკვიანმა გიორგი ვაშაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ზურგს უკან აწარმოა კამპპანია, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა წამოყენებულიყო.
ბარამიძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრად წარდგენისთვის საკმარისი ნდობა არ არსებობს.
"გული დაგვწყდა, რომ ქალბატონი თაკო [ჩარკვიანი], რომელსაც დიდ პატივს ვცემთ, გიორგი ვაშაძესთან შეთანხმებით და სულელი არავინ არ არის, არავინ არ იფიქრებს, რომ გიორგისთან შეთანხმებული არ იყო, პრაქტიკულად, კამპანია აწარმოა ნაციონალური მოძრობის ზურგს უკან. ქალბატონ თაკოს თავისი უფლება აქვს, რაც უნდა ის თქვას" - განაცხადა გიორგი ბარამიძემ და აღნიშნა, რომ ახლა თანამდებობის გადანაწილებაზე ფიქრი, სამარცხვინოა.
"ახლა საერთოდ სამარცხვინოდ მიგვაჩნია რაიმე თანამდებობზე ლაპარაკი, როდესაც ამ პანდემიის გამო სახლში გამოკეტილი ხალხი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.