თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში უსაფუძვლო უწოდა.
"რა თქმა უნდა, სასურველი და სასიამოვნო არ არის, როდესაც მსგავსი უსაფუძვლო კრიტიკაც ისმის ჩვენი მეგობრების მხრიდან. ჩვენს სახელმწიფოს აქვს უმაღლესი დონის ურთიერთობა აშშ-ისთან. ის, რომ რამდენიმე კონგრესმენსა თუ სენატორს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე კითხვა, ეს არის სრულიად ნორმალური. ეს დემოკრატიის მაჩვენებელია და ნორმალური პროცესია. ვფიქრობ, ეს საჭიროებს მეტ კომუნიკაციას ჩვენი მხრიდან, გადახედვას საჭიროებს ის კომუნიკაციის ხარისხი, რაც ჩვენ გუნდს აქვს“, - თქვა ღარიბაშილმა.