"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს,რომ ნებისმიერი პარტია ეცდება, საკუთარი რიგებიდან დააყენოს პრემიერობის კანდიდატი.
ბურჯანაძე ამბობს, რომ ნებისმიერ პარტიას უნდა ჰქონდეს იმდენი ჭკუა, რომ მთავრობა ყველა შემთვევაში იყოს კოალიციური.
"პრემიერ-მინისტრის საკითხის დაყენება, ან გიორგი ვაშაძის საკითხის დაყენება, ეს მათი შიდა საქმეა. მე არ მგონია, რომ ამ საკითხმა რაიმე სერიოზული განხეთქილება შეიტანოს ამ საკითხში. ნებისმიერი პარტია ეცდება, რომ თავისი რიგებიდან დააყენოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ნებისმიერ პარტიას უნდა ჰქონდეს იმდენი ჭკუა, რომ მთავრობა ყველა შემთხვევაში იყოს კოალიციური. იმიტომ, რომ არც ერთ პარტიას დღეს არ აქვს აბსოლუტური რესურსი, რომ ეფექტურად დაკოპლექტდეს მთავრობა სრულად პროფესიონალების მხრიდან," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.